2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების იხსენებენ დილიდან გორში.
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო ღვთისმსახურება სრულდება.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია წირვას სინოდის წევრები მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალთან გაიმართება მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.
8 აგვისტოს, სიმბოლურად საღამოს 20:00 საათზე, გორში ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება მწერალ სალომე ბენიძისა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ერთობლივი წიგნის sHEROes პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე წიგნის ავტორები იმ ქალების შესახებ ისაუბრებენ, ვისი ფოტებიც წიგნში მოხვდა. ფოტო წიგნი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც – მონაწილეები არიან.
ღონისძიებები,საღამოს, ცენტრალურ მოედანზე სანთლების აქციით დასრულდება. მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და დუმილით პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.