აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს
აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები მთელი საქართველოს მასშტაბით დილიდან სამშობლოსათვის დაღუპული მეგობრების ოჯახებს სტუმრობდნენ.

მათ დაღუპული სამხედროების დედებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილი თაიგულები და მადლობის წერილები გადასცეს.