აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.