აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დონბასში კონფლიქტის ესკალაციის შესახებ განაცხადა
აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰუგმა დონბასში კონფლიქტის ესკალაციის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
ჰუგის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 30 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ეუთო-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ დამკვირვებლებმა მძიმე შეიარაღების გამოყენების ათასი შემთხვევა დააფიქსირეს. მინსკის შეთანხმების მიხედვით კი, მძიმე ტექნიკა კონფლიქტის ზონის გამყოფი ხაზიდან გაყვანილი უნდა იყოს.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის კრიზისის განსახილველად სავარაუდოდ, ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გაიმართება.
აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.