„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას, ჰანკე ბრუინს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე მქონდა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით. გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ისე მთელი რეგიონისთვის“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.