თელავსა და ზუგდიდში წარწერით „გახარია წადი“ ფლაერები დაარიგეს
თელავსა და ზუგდიდში წარწერით „გახარია წადი“ ფლაერები დაარიგეს

თელავში, 9 აპრილის სკვერსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ თელავის ოფისის ორგანიზებით, წარწერით  – „გახარია წადი“ ფლაერები დაარიგეს.

„დემოკრატიის ცენტრის“ კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძის განცხადებით, ფლაერების დარიგების მიზანია, უფრო მეტ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისა და შედეგების შესახებ, ამასთან კიდევ ერთხელ შეახსენონ  მოქალაქეებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მოთხოვნა, გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

თელავში ფლაერების დარიგების აქციაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.

ამასთან, ანალოგიური ფლაერები დღეს ზუგდიდშიც დარიგდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ფლაერების დარიგების მთავარი მიზანია, შეახსენონ საზოგადოებას, რა მოხდა 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ გააპროტესტონ  20 ივნისის მოვლენები და მოითხოვონ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. აქციაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი.

ფლაერები დღეს თბილისსა და ქუთაისშიც დაარიგეს.