აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა პრიორიტეტად რჩება
აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა პრიორიტეტად რჩება.
აღნიშნულ საკითხზე საუბარია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგრიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ, პანდემიის პერიოდში საკონსულო დაცვის კუთხით, 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 28 ივლისის ჩათვლით, ორგანიზება გაეწია საქართველოს 25 198 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას.
„ასევე, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი საქართველოს 786 მოქალაქე უზრუნველყოფილ იქნა თავშესაფრით; საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი საქართველოს 1 189 მოქალაქე უზრუნველყოფილ იქნა თავშესაფრითა და საკვებით; საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 5 312 მოქალაქე; სამედიცინო დახმარების მიღებაში შუამდგომლობა გაეწია და მედიკამენტებით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 1 742 მოქალაქე; საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვისა და ბინის ქირის გადახდის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწია საქართველოს 85 მოქალაქეს; ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 4 725 მოქალაქე; სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 336 მოქალაქე; სამართლებრივი და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 9 119 მოქალაქეს; სამსახურის მოძიებაში დახმარება გაეწია საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 15 მოქალაქეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.