აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია [ფოტო, ვიდეო]
აღმაშენებლის ხეივანზე ამ დროისთვის საავტომობილო გზა თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეხლა-შემოხლა.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს. პარალელურად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.