ვნების კვირის უძველესი მინიატურები [ფოტო]
ვნების კვირის უძველესი მინიატურები [ფოტო]

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მინიატურებს შორის ყველაზე მეტი მინიატურა აღდგომის თემაზეა შესრულებული.

ცენტრის დახურულ ფონდში ინახება ყველაზე ძველი, მე-11 საუკუნით დათარიღებული მცირე სვინაქსარი, რომელშიც ჯოჯოხეთის წარტყვევნის მინიატურაა წარმოდგენილი. დახურულ ფონდშია ასევე მე-12 საუკუნით დათარიღებული, გელათის ოთხთავიც, რომელშიც ოქრომელნით შესრულებული მინიატურებია: ჯვარცმა, დაკრძალვა და ქრისტეს აღდგომა.

აღსანიშნავია, ასევე 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში გადაწერილი სახარებაც. ოთხთავების გარდა, ვნების კვირის სცენები გვხვდება გულანებსა და ჟამნ-გულანებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი, რომელშიც ძალიან ფართოდ არის აღდგომის თემა წარმოდგენილი, ეს არის ყანჩაეთის ჟამნ გულანი.