შპს „აგარის შაქრის“ თანაშრომლები მორიგ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ქარხნის ამუშავებას ითხოვენ.
მათი გამცხადებით, ქარხანა ოქტომბრის შემდეგ გაჩერებულია, მიზეზად კი იმპორტირებულ პროდუქცასთან არაკონკურენტული მდგომარეობა სახელდება.
ადგილობრივების თქმით, 481 დასაქმებული უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომ ისინი დახმარებას ხელისუფლება სთხოვენ.
აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ქარხანაში დასაქმებულ ქალებს სიმბოლურად 8 მარტს მიულოცეს.
დასაქმებულთაგან 180 სწორედ ქალია. კიდევ ერთი აქცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით ხვალ გაიმართება, რის შედეგათაც, ორგანიზატორების თქმით, პროტესტი უკვე დედაქალაქში გადაინაცვლებს.