„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებს ბიზნესომბუდსმენისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებს ბიზნესომბუდსმენისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან. ისინი ინვესტორებთან და ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის გარკვეულ დროს ითხოვენ.
„სახელმწიფო არის თქვენ მხარეს. სახელმწიფოც და ინვესტორიც მზად არიან კომპრომისზე წასასვლელად. ქარხნის ამუშავების გარდა, პრობლემას ვერავინ მოაგვარებს. ხელისუფლებას სჭირდება გარკვეული დრო ინვესტორთან მოლაპარაკებებისთვის. ყველაფერი კეთდება ამ პრობლემის მოგვარებისთვის. ასევე ჩვენ გავაცანით საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგები და ქარხნის თანამშრომლებს ექვსი თვით გადაუვადებენ საბანკო ვალდებულებას“, – განაცხადა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე ბიზნესომბუდმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ.
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ქარხანაში რამდენიმე თვიანი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ და არხნის ამუშავებას ითხოვენ.
კომპანიაში 481 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი უმრავლესობა კი ადგილობრივია.