აგარიდან თბილისში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ღამეს ცენტრალური მაგისტრალის ბერბუკის მონაკვეთზე გაათენებენ
აგარიდან თბილისში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ღამეს ცენტრალური მაგისტრალის ბერბუკის მონაკვეთზე გაათენებენ

აგარიდან თბილისში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ღამეს ცენტრალური მაგისტრალის ბერბუკის მონაკვეთზე გაათენებენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებმა კარვები გაშალეს, ნაწილი კი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. აქციის მონაწილეები თბილისისკენ მსვლელობას დილიდან გააგრძელებენ.

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები ქარხანაში რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ და ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. საპროტესტო მსვლელობით აქციის მონაწილეები დედაქალაქში ფეხით ჩავლენ. აქცია კანცელარიასთან გაგრძელდება.