სირიის ქალაქ აფრინში მომხდარ ტერაქტს 40 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად 30 ადამიანია დაშავებული.
გავრცელებული ცნობით, აფრინში დანაღმული საწვავის ავზი აფეთქდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების უკან სავარაუდოდ ქურთული სამხედრო დაჯგუფების, „სახალხო დაცვის შენაერთის“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები დგანან.
2018 წლის იანვარში თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყო და იმავე წლის მარტში აფრინის რეგიონი დაიკავა.