აფრინის ცენტრში საავადმყოფოს დაბომბვისას 15 ადამიანი დაიღუპა
აფრინის ცენტრში საავადმყოფოს დაბომბვისას 15 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ აფრინის ცენტრში თურქეთის ავიაციის მიერ საავადმყოფოს დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქურთული გამოცემა Firat ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში 100-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე სამი ბომბი ჩავარდა.

ქურთული “სახალხო თავდაცვითი ძალების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს აფრინში ერთადერთი მრავალპროფილიანი საავადმყოფოა.

თურქეთმა სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაცია “ზეთისხილის რტო” 20 იანვარს დაიწყო. ანკარა ქურთულ სამხედრო ფორმირებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.