აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 000-ს მიაღწია
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 000-ს მიაღწია

აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 000-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 1 300 ადამიანი ემსხვერპლა, 8000 კი, გამოჯანმრთელდა.

აფრიკის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ სამხრეთ აფრიკა რჩება, სადაც ყველაზე მეტი – 4 220 ინფიცირებულია აღრიცხული.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი კი ალჟირშია, სადაც „კოვიდ-19“-ს 415 ადამიანი ემსხვერპლა.

აფრიკაში ინფიცირებულთა რიცხვი ასევე მაღალია კამერუნში, განასა და ნიგერიაში.