აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრი გახდა.
55 ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანება ახლა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სამიტზე, საკუთარი დელეგატებით, ევროკავშირის მსგავსი სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი ინდოეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო. ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, მსოფლიო ლიდერები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობებზე იმსჯელებენ.
ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ უკრაინას არ მისცემს სამიტის დაჩრდილვის შესაძლებლობას, რის გამოც უკრაინა ამჯერად სამიტზე საერთოდ არ მიუწვევიათ.
სამიტს არ ესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები. ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ნიუ-დელიში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა.