აფრიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართულ კონფერენციას გერმანია მასპინძლობს
აფრიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართულ კონფერენციას გერმანია მასპინძლობს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კონფერენფიაზე აფრიკის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე „დიდი ოცეულის“ პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიწვია.
შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე, ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
აფრიკასთან შეთანხმება, რომელიც 2017 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს, დაეხმაროს კერძო ინვესტიციების გაძლიერებას მსოფლიოს ყველაზე ღარიბ, მაგრამ სწრაფად მზარდ კონტინენტზე.
კონფერენცია ბერლინში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.