აფრიკაში, კოტ-დ'ივუარში საწვრთნელი მისიის დროს ფრანგული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
აფრიკაში, კოტ-დ’ივუარში საწვრთნელი მისიის დროს ფრანგული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.
საააგენტო Reuters-ის ცნობით, დაიღუპა მფრინავი, ეკიპაჟის მეორე წევრი კი მძიმედ დაშავდა.
ვერტმფრენი Gazelle ქვეყნის ფინანსური დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში ჩამოვარდა.
ჯერ უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზი. მფრინავი ფრანგულ სამხედრო ბაზაზე გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ეკიპაჟის მეორე დაშავებული წევრი სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს.