აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „აფრიკული კავშირი“ ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთა ნახევარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია აღრიცხული. ამასთან, „აფრიკის კავშირის“ ინფორმაციით, ტანზანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევბის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც შემაშფოთებელია.
როგორც „ბიბისი“ წერს, აფრიკაში კორონავირუსზე ტესტირების სათანადო რაოდენობით ჩატარება ვერ ხერხდება, რის გამოც ექსპერტები შიშობენ, რომ აფრიკის კონტინენტზე დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
ამჟამად აფრიკის კონტინენტზე ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება სამხრეთ აფრიკასა და ეგვიპტეშია. ასევე შემაშფოთებელია მდგომაროება ნიგერიაში, განაში, ეთიოპიაში, ზამბიასა და ზიმბაბვეში.
აფრიკის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ს სულ 21 000 ადამიანი ემსხვერპლა. 674 ათასი კი გამოჯანმრთელდა. ამ კონტინენტზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა ეგვიპტეში თებერვლის თვეში აღრიცხეს.