აფრიკის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ით 200 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის რეგიონის ოფისი ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აფრიკაში „კოვიდ-19“-ის 6 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, აფრიკის 54 ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 201 157 შემთხვევა არის გამოვლენილი. მათგან 90 374 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 486 გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ აფრიკაშია, სადაც ახალი კორონავირუსი 52 991 პაციენტს დაუდგინდა.