აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, თბილისში ქართველ მხატვართა გამოფენა გაიმართება
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, თბილისში ქართველ მხატვართა გამოფენა გაიმართება.
„აბრეშუმის გალერეას“ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მხატვართა 70-მდე ნამუშევარი, ასევე საშობაო გამოფენა.
ამასთან, გაიმართება აფხაზეთის მკვიდრ მხატვართა – რამინ აფაქიძე (80), ნერსე ბაცაში (70) და ზურაბ ჭედია (60) წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომების პრეზენტაცია.
ნაჩვენები იქნება ფილმი „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“, რომელიც აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა გადაიღო.
გამოფენა 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.