აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლის მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი დაკრძალეს
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლის მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.
მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ადმინისტრაციული შენობის დაცვის დროს მოკლეს. ის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად 1991 წლის სექტემბერში აირჩიეს. ის ასევე გაგრის ვიცე-მერი და გაგრის უშიშროების საბჭოს კომისიის წევრი იყო.
ნეშტის თბილისში ოჯახის წევრების მოთხოვნით გადმოასვენეს. მიხეილ ჯინჭარაძე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.