„ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იბრაჰიმ აფელაი თავის მშობლიურ კლუბ „ეინდჰოვენში“ დაბრუნდა.
33 წლის შემტევი ნახევარმცველი ჰოლანდიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებმა 2019-2020 წლების ბოლომდე გააფორმეს ხელშეკრულება.
„მე აქ ჩემი ცხოვრების 15 წელი გავატარე და ადგილობრივი მენტალიტეტი ძალიან მაძლევს ხელს. ბოლო თვეებში ისევ განვიცადე ეს გრძნობა – სასიამოვნოა ამ კლუბში დაბრუნება“, – მოჰყავს აფელაის სიტყვები „ეინდჰოვენის“ პრესსამსახურს.
2019 წლის 28 იანვარს ჰოლანდიელი დაითხოვეს „სტოკ სიტიდან“, რომელშიც 2015 წლიდან თამაშობდა.