ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ეინდჰოვენის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დევი პროპერმა 30 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ „ეინდჰოვენის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა. პროპერი ამ კლუბში 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა „ბრაიტონში“ გატარებული ოთხი წლის შემდეგ.

პროპერს „ეინდჰოვენში“ კონტრაქტით კიდევ წელიწადნახევარი რჩებოდა, მაგრამ მხარეები ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

„ეინდჰოვენის“ მადლიერი ვარ. იმედი მქონდა, რომ ისევ მივიღებდი სიამოვნებას ფეხბურთის თამაშით, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის მიზეზი ის არის, რომ ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად ფეხბურთის სამყაროში. აღარ მინდა ვიყო მისი ნაწილი. მე დავამთავრე“, – განაცხადა პროპერმა.

„ეინდჰოვენისა“ და „ბრაიტონის“ გარდა, პროპერს „ვიტესშიც“ უთამაშია. ნიდერლანდების ნაკრებში მას 17 მატჩი და სამი გოლო ჰქონდა.