Aerosmith-ის სოლისტი ითხოვს, ღონისძიებებზე, რომლებზეც დონალდ ტრამპი გამოვა, მათი ჯგუფის სიმღერები არ გამოიყენონ
Aerosmith-ის სოლისტმა სტივენ ტაილერმა თეთრ სახლში წერილი გაგზავნა და მოითხოვა, იმ ღონისძიებებზე, რომლებზეც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვა, მათი ჯგუფის სიმღერები არ გამოიყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
წერილი მომღერალმა თეთრ სახლში მას შემდეგ გაგზავნა, რაც 21 აგვისტოს, დასავლეთ ვირჯინიაში დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების შეხვედრაზე Aerosmith-ის სიმღერა Livin on the Edge ჩართეს.
წერილში სტივენ ტაილერმა ტრამპის ადმინისტრაცია საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიტიკურ შეხვედრებზე ჯგუფის სიმღერები მსმენელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მომღერალი ტრამპის მხარდამჭერია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.