„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ სააკაშვილის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ სააკაშვილის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ (GLFHR) იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიხეილ სააკაშვილის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას სთხოვს.

ორგანიზაციის თავჯდომარე გრიგოლ გაგნიძე ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.

თენგიზ გუნავა 2013 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და 49 500 ლარის მითვისებისთვის დააპატიმრეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ასევე ნასამართლეობაც მოუხსნა.

გაგნიძეს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტმა სასამართლოზე იმოქმედა, როდესაც საბოლოო განაჩენი არ იყო დამდგარი და საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო. ასევე გუნავას არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის ერთი მესამედი.