ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს
ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს. კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის დათვლის პროცედურა სწორედ ხვალ დასრულდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის ჩაინიშნება არჩევნების მეორე ტური.

არსებული მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.

საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმ ინციდენტებზე იმსჯელებს, რასაც ადგილი ჰქონდა 9 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე.

„ხვალ ოქმის გამოცხადებას ვვარაუდობთ და ყველა ხმა დაითვლება. ამის შემდეგ, კომისიას გვსურს იმ ინციდენტებზე ვიმსჯელოთ, რაც მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თუ ვინმეს რაიმე ტიპის მტკიცებულება ექნება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნების ნაცვლად, მიმართონ კომისიას, რათა კომისიამ შეისწავლოს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.