ადვოკატი - ზვიად რატიანს დაზიანებები სახეზე, ხელებსა და ფეხზე აღენიშნება 
ადვოკატი - ზვიად რატიანს დაზიანებები სახეზე, ხელებსა და ფეხზე აღენიშნება 

ადვოკატის ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, რატიანს მრავლობითი დაზიანებები სახეზე, ხელებზე და ფეხზე აღენიშნება.

“ზვიადი ამბობს, რომ პოლიციელებმა გააჩერეს, რამდენიმე უტაქტო კითხვის მერე სიტუაცია პოლიციასა და ზვიადს შორის დაიძაბა. მისივე თქმით, ჩასვევს მანქანაში და ამ დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში. მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება. ამ ბრალდებებს ზვიადი კატეგორიულად უარყოფს. დღეს ის ხელწერილით გაათავისუფლეს. რატიანი უკვე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. იზოლატორში იმყოფებოდნენ ასევე გენერალური ინსპექციის თანამშრომლები”, – განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.