ადვოკატის ინფორმაციით,  სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს
ადვოკატის ინფორმაციით,  სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სსკ-ის 236 მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს. ამის შესახებ ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, საქმიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებამ რეაგირება მოახდინა და გაჩხრიკა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც იარაღის ტყვიებია ამოღებული.

დაკავებულისთვის წაყენებული ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.