ადვოკატი - უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სააკაშვილის ადვოკატ რუსლან ჩერნოვეცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე 12 თებერვალს გააძევა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში არალეგალურად, სასაზღვრო ძალების კორდონის გარღვევით სწორედ პოლონეთიდან შევიდა გასული წლის შემოდგომაზე. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა კი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა დააფიქსირა.
სააკაშილი ჰოლანდიაში გადავიდა და იქ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აიღო, რაც მას ევროკავშირში ცხოვრებისა და დასაქმების უფლებას აძლევს.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ უკანონოდ მიიჩნევს და გასაჩივრებას გეგმავს.