ადვოკატი - სააკაშვილს იზოლატორში მედიკამენტებსა და პირადი მოხმარების ნივთებს გადავცემთ
ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და მომხრეები წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ მიემართებიან, მათ სააკაშვილისთვის მედიკამენტები და პირადი მოხმარების ნივთები მიაქვთ.
„ამ ეტაპზე, ვგეგმავთ მას პირადი ნივთები და მედიკამენტები გადავცეთ“, – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, შესაძლოა, მისი მდგომარეობა დამძიმდეს.
„იძულებული გავხდებით, იზოლატორის ხელმძღვანელობას ვთხოვოთ, ნივთების გადაცემის საშუალება მოგვცეს, ორშაბათამდე ვერ დავიცდით“, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.