ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.
სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს გირგვლიანის საქმეზე, სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, დღეს დასკვნით სიტყვას იტყვის.
“ყველა მტკიცებულებაში, რაც კი საქმეში არის, მეძლევა საშუალება, რომ გამამართლებელი განაჩენი მოვითხოვო”, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.