ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არჩევითი თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი რადაში კენჭისყრას ვერ შეძლებს.
ადვოკატის განმარტებით, კანონში არსებობს შესაბამისი შეზღუდვა.
„კანონის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი რადას დეპუტატად კენჭს ვერ იყრის. არსებობს კანონის შეზღუდვა. რაც შეეხება დანიშვნას, აქ ასეთი შეზღუდვები არ არის. ამიტომ, თანამდებობები, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, მინისტრი ან გენერალური პროკურორი – ეს რეალურია“, – განაცხადა უკრაინულ მედიასთან საუბარში ჩერნოლუცკიმ.
28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში დღეს ჩავიდა.