ადვოკატი ლევან ჩხეიძე - საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ დემონსტრანტ სოსო თხელიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციამ დაზიანებები მიაყენა
სასამართლოს საბადრაგო ნაწილში, გუშინ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი სოსო თხელიძე, შეუძლოდ გახდა. სოსო თხელიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, სოსო თხელიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციამ დაზიანებები მიაყენა.
„ტელევიზიით გავრცელებული კადრები ვნახე, როგორ ექცევიან სოსო თხელიძეს სამართალდამცველები. მოსამართლის მდივანმა დამიდასტურა, რომ საბადრაგოდან თხელიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.