ადვოკატი ლაშა კალანდაძე - სასამართლოს 24 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილს უნდა აღუდგეს წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც მას „კრედიტ სუისის“ ერთ-ერთმა ტრასტმა შეუზღუდა
ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ, გენზის სასამართლოს 24 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილს უნდა აღუდგეს წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც მას „კრედიტ სუისის“ ერთ-ერთმა ტრასტმა შეუზღუდა.
კალანდაძის განცხადებით, ადვოკატები ახლა სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„სასამართლომ გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება, უფრო სწორად, წაიკითხა დასაბუთებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით სრულად აღდგა ძირითად აქტივებთან წვდომა. ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება წერილობითი ფორმით მზად, იქამდე ვერ აღსრულდება ის შედეგი, რა შედეგიც სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა.
მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ აქტივების მართვა, რომელიც გადაცემული იყო „კრედიტ სუისის“ ტრასტისთვის, დაუბრუნდება მარწმუნებელს და ის თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ, დაუბრკოლებლად შეძლებს თავისი აქტივების მართვას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ.