ადვოკატი კახა წერეთელი - მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩავერთე საქმეში, სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, იმაზე უფრო მხნედ, ვიდრე წარმომედგინა
ადვოკატი კახა წერეთელი - მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩავერთე საქმეში, სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, იმაზე უფრო მხნედ, ვიდრე წარმომედგინა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს.

დღეს საქმეში კახა წერეთელი ჩაერთო. მან სააკაშვილი ციხეში მოინახულა და განაცხადა, რომ საქმეში მისი ოჯახის თხოვნით ერთვება.

„მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩავერთე საქმეში, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. დღეს საუბარი გვქონდა პირად საკითხებზე, რაც საზოგადოებისთვის საჯარო ვერ გახდება. ამიტომ მის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, რაც ვნახე და რისი დადასტურებაც შემიძლია, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, იმაზე უფრო მხნედ, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.