ადვოკატი ინგა არახამია დღეს პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
არახამიას ინფორმაციით, მის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ ღამით რამდენჯერმე ესროლეს. უფლებადამცველის თქმით, ინციდენტის დროს სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინგა არახამია მომხდარს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და გადაზიდვას გულისხმობს.