ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი - ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტი უკან იქნება გათხოვილი
ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს.
მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დათანხმდება, თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკან იქნება გათხოვილი.
„ხვალ მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, რადგან ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. ნიკა მელიას პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით არის პირობითი. ის აცხადებს, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვას, თუ ამნისტიის კანონპროექტი უკან იქნება გათხოვილი, რომელიც ინიცირებულია. თვალნათლივ დავინახეთ, რომ ამნისტია შეეხება ყველას და ყველაფერს, ვინაიდან „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმდაგვარი ვარიანტი, რომლითაც ფაქტობრივად ინდულგენციას მიიღებს ყველა მოძალადე და მაღალი თანამდებობის პირი. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ხელისუფლების ხელში. შეუძლია, თუნდაც ხვალ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი“, – განაცხადა კონდახიშვილმა.