ადვოკატი - დევნილი პრეზიდენტისთვის სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა ლეგალურია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ დევნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების ლეგალურია.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ქვეყნის მთავარ რეფორმატორს უფლება აქვს შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს ნამდვილად აქვს უფლება შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ, როდესაც ის იდევნება, მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დარწმუნებული ვარ, ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდულ-კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.