ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილს სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს
დაკავებულ სოსო გოგაშვილს რამდენიმე საათში მისი ადვოკატი სუს-ის შენობაში მოინახულებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ განუცხადა, საღამოს, 20:00-დან 21:00 საათამდე მივა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაკავებულ გოგაშვილს შეხვდება.
მისივე განმარტებით, მანამდე არ მოხდება ბრალის წაყენება, რადგან ამ საგამოძიებო მოქმედებას ადვოკატის გარეშე ვერ ჩაატარებენ. გოგაშვილი სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში 13-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად გადაიყვანეს.
ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლებია: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა.