ადვოკატი აცხადებს, რომ ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა
ადვოკატი აცხადებს, რომ ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა

ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კვლევის პირველი ნაწილი დასრულებულია, მეორე ნაწილი კი რამდენიმე საათში გაგრძელდება.

„განწყობები და მისი საექსპერტო დასკვნა გამოგზავნილი იქნება ამერიკიდან, დოკუმენტის სახით, რომელიც დაერთვება საექსპერტო დასკვნას. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში არსებულ ვიდეომასალას, თუ დღეს ვერ მოესწრება, მაშინ ხვალ დილით გააგრძელებს მუშაობას. ხვალ დღის მეორე ნახევარში დატოვებს ქვეყანას.

მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დიქტოფონზე მოახდინა მისი საუბრის ჩაწერა და შესაბამის კითხვებს უსვამდა. მეორე ნაწილი უკვე იქნება ტესტირების ჩატარება, დასკვნას, როგორც თავად ამბობს, სამი-ოთხი დღე დასჭირდება“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.