ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურისა და უკრაინის შსს-ს წინააღმდეგ კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში მის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანენ – ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
ჩერნოლუცკის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს სთხოვს, უკრაინის სახელმწიფო ორგანოების 12 თებერვლის ქმედებები უკანონოდ ცნოს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სთხოვენ საოლქო სასამართლოს, გააუქმოს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს.