მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და ძვირად ღირებულმა სუპერ მოდელმა, ადრიანა ლიმამ Victoria’s Secret-ი დატოვა. ინფორმაციას კომპანიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლიმას ურთერთობა ბრენდთან ნიუ-იორკში 1998 წელს დაიწყო და ოცი წლის შემდეგ ისევ ნიუ-იორკში დასრულდა. ადრიანამ Victoria’s Secret-ის 2018 წლის გრანდიოზული შოუ დახურა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
გახსნამდე Victoria’s Secret-ის გუნდმა ეკრანზე ფოტო და ვიდეო კოლაჟი გაუშვა, რომელიც ლიმას შთამბეჭდავ კარიერას ასახავდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდმა დიდ ეკრანზე დააწერა- The Greatest Angel Of All Time/ ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი.
აცრემლებულ ადრიანას მაყურებლები ფეხზე წამოდგომით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.