ადმინისტრაციულ საქმეზე „გირჩის“ ორ წევრთან ერთად ზურა ჯაფარიძის საქმის სასამართლო სხდომაც გაიმართება
ადმინისტრაციულ საქმეზე „გირჩის“ ორ წევრთან ერთად ზურა ჯაფარიძის საქმის სასამართლო სხდომაც გაიმართება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ორი მუხლი – პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა მას დღეს წარუდგინეს. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი კი გუშინ დააკავეს.
ისინი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის“ წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ერთი-ერთი მოქალაქე, რომელიც მათი ინფორმაციით, ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა, ქავთარაძის ქუჩაზე საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით შეაჩერეს რაშიც მათ გირჩის წევრები უშლიდნენ ხელს.
მათი პროცესი უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს.