ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა 20:00 საათზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მამაკაცი ადიგენში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.