ადიდებულმა ალაზანმა სოფელ ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა [ვიდეო]

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯოყოლოსა და სოფელ დუმასტურს შორის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი დააზიანა.

მდინარის ადიდების შედეგად ასევე მთლიანად დაზიანებულია სოფლების დუისისა და ხალაწანის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.

დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.