„ბარსელონას“ ნახევარმცველ რაფინიას სასამართლომ კვლავ „ადიდასის“ ფირმის ბუცების ჩაცმა დააკისრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს ჯარიმის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
25 წლის ფეხბურთელს ეგონა, რომ გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ გიგანტთან მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში გაუვიდა და „მიზუნოს“ ფირმის ბუცებზე გადავიდა. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ „ადიდასმა“ ფეხბურთელს კონტრაქტის გაგრძელების თხოვნით მიმართა და, რადგან ფეხბურთელმა არაფერი უპასუხა, არსებული კონტრაქტის პირობების თანახმად ეს ავტომატურად ჩაითვალა თანხმობად.
ამსტერდამის სასამართლომ, სადაც თავდაპირველი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელს დააკისრა, რომ 10 000 დოლარი გადაიხადოს იმ თითოეული დღისთვის, როდესაც კონტრაქტი დაირღვევა. ჯამში ამან მილიონ ევროს შეიძლება მიაღწიოს, თუმცა პრობლემა გაცილებით დიდია: „ადიდასი“ თითოეული დღისთვის 100 000 ევროს ითხოვს.