ხვიჩა კვარაცხელიამ „ადიდასთან“ კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ადიდასთან“ კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი კომპანია „ადიდასის“ ახალი სახეა, – ინფორმაცია გერმანული ბრენდის და თავად ფეხბურთელის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა ცნობილი.

„Adidas football სპეციალური მიწოდება – შეფუთული სიფრთხილით, დალუქული გოლებით“, – ასეთი ორიგინალურია სპორტული პროდუქციის პოპულარული მწარმოებელის წარდგენა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by adidas Football (@adidasfootball)

უცნობია, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ცნობილ სპორტულ ბრენდთან კონტრაქტი რა ვადით გააფორმა. იტალიური მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელთანაც „ადიდასმა“ ხელშეკრულება დადო. არც გერმანული კომპანია და არც ფეხბურთელი კონტრაქტის დეტალებს არ ასაჯაროებს.

„ადიდასი“ უმსხვილესი სპორტული პროდუქციის მწარმოებელია ევროპაში და „ნაიკის“ შემდეგ მსოფლიოში მეორეა.