„ბარსელონა“ სამი თავდამსხმელის გასხვისებას გეგმავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ სამი თავდამსხმელის გასხვისებას გეგმავს #1TVSPORT

კატალონიური გრანდის მენეჯერები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთდროულად სამი თავდამსხმელის გაყიდვას აპირებენ. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რაფინიაზე, ანსუ ფატისა და ფერან ტორესზე.

ტორესი „ბარსელონას“ რიგებს 2022 წლის ინავარში „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ტორესის ანგარიშზე 13 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.

20 წლის ანსუ ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. მან 26 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლო გადაცემა შეასრულა.

რაფინია „ბარსელონაში“ „ლიდსიდან“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ტრანსფერმა 58 მილიონი ევრო შეადგინა. მის ანგარიშზე ცხრა გოლი და ამდენივე ასისტია.