650 მილიონ ევროდ შეფასებული თავდამსხმელები - კატარში ყველაზე ძვირად ღირებული შეტევა ბრაზილიას ჰყავს #1TVSPORT
650 მილიონ ევროდ შეფასებული თავდამსხმელები - კატარში ყველაზე ძვირად ღირებული შეტევა ბრაზილიას ჰყავს #1TVSPORT

კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული ბრაზილიის ნაკრების თავდასხმაა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის პირველი ტურში სერბეთთან შესანიშნავი თამაში აჩვენა და ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა.

ბრაზილიას შეტევის ნამდვილად კოსმოსური ხაზი ჰყავს — ლუკას პაკეტა, რაფინია, ნეიმარი, ვინისიუს ჯუნიორი, რიჩარლისონი, როდრიგო, გაბრიელ ჟესუსი, ენტონი, გაბრიელ მარტინელი, პედრო აბრეუ. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მოთამაშის ჯამური ღირებულება 650 მილიონი ევროა — ასეთი შეფასება მსოფლიოში არც ერთი სხვა გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს. ყველაზე ძვირადღირებული კი მადრიდის „რეალის“ შემტევი ვინისიუს ჯუნიორია, რომლის ტრანსფერიც 120 მილიონადაა შეფასებული.

დაცვის ხაზში რვა მოთამაშეა. ყველანი სახელიანი ფეხბურთელები არიან: „იუვენტუსის“ სამი მოთამაშე — ბრემერი, დანილო და ალექს სანდრო; 39 წლის დანი ალვეში, რომელმაც ყველა პრესტიჟული სანაკრებო და საკლუბო ტიტული მოიგო. 38 წლისაა პსჟ-ს ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა. ამ ხაზში გუნდს ჰყავს მარკინიოსი, ედერ მილიტაო და ალექს ტელესი — მათი ჯამური სატრანსფერო ღირებულება 204 მილიონი ევროა.

ბრაზილიას ჰყავს არა მხოლოდ ძლიერი შეტევა, არამედ დაცვაც. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ 17 მატჩში ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ეს საუკეთესო შედეგია კვალიფიკაციაში.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბრაზილიის ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა (2:0). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა კარში 22-ჯერ დაარტყა და მოედანზე მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა.